Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა
ambebi.ge
14 January 2018, 18:20
საუბარში ხშირად ვიყენებთ ფრაზებს, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადმოეცემა, მაგრამ იშვიათად ვინტერესდებით ამ ფრაზების წარმომავლობით. მაგალითად, ასებობს ასეთი გამოთქმა - "შენც ახლა ყარამან ყანთელი არ მყავდე".

ცხადია, რომ აქ ყარამანი ძლიერ, რაღაცით გამორჩეულ, ყოვლისშემძლედ არის წარმოდგენილი.
როდესაც ფრაზის წარმომავლობით დავინტერესდი, გარკვეულ ჯგუფში გამოკითხვაც ჩავატარე, ადამიანების უმეტესობამ არ იცის, საიდან იღებს სათავეს გამოთქმა, ხოლო ნაწილს კი მიაჩნია, რომ მას საფუძვლად უდევს აკაკი გეწაძის მიერ შექმნილი იუმორისუტლ-სათავგადსავლო ნაწარმოები, "არ მოკვდე სიკვდილამდე, ანუ წუთისოფლის შავ-თეთრი კრიალოსანი", რომლის მთავარი /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); პერსონაჟი სწორედ ყარამან ყანთელაძეა. 1968 წელს ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრში ორმოქმედებიან კომედიად, სახელწოდებით - "ყარამან ყანთელაძე" რეჟისორმა ანზორ ქუთთელაძემ დადგა.

ამ მოსაზრებას დიდად ვერ დავეთანხმე, რადგანაც მიმაჩნია, რომ "ყარამან ყანთელი" ქართველების მეტყველებაში XX საუკუნის 60-იან წლებამდეც არსებობდა, ფესვები უფრო შორს ჰქონდა და სათავეს ჩვენს ფოლკლორში იღებდა.

და სწორედ ამიტომ მივმართე ფოლკლორისტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგესა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორს ქეთევან სიხარულიძეს.

როგორც ქალბატონი ქეთევანი ამბობს, ყარამანი, როგორც პერსონაჟი, ფოლკლორში არ გვხვდება. გამოდის, რომ ხალხში ეს გამოთქმა ლიტერატურული ძეგლის გავლენით დამკვიდრდა. "ყარამანიანი" ხომ საფალავნო რომანია (მთავარი გმირის სახელის მიხედვით), რომელიც სპარსულიდან თარგმნა (1762-1774 წლები) ერეკლე მეორის სიძემ დავით ორბელიანმა (თავადვე ჩამოიტანა სპარსეთიდან). სარაინდო-საფალავნო ნაწარმოებების გმირები ხომ ბუმბერაზული აღნაგობითა და ძალით ("ამირანდარეჯანიანის" პერსონაჟების მსგავსად. ყარამანიც ასეთივე მებრძოლი იყო) გამოირჩევიან.
"ყარამანიანი" XIX საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო და ხმამაღლაც იკითხებოდა. ამას ადასტურებს იოსებ გრიშაშვილიც, როდესაც წერს, რომ "ყარამანიანის" თბილისის მკვიდრთათვის კითხვა ყველაზე დიდი გასართობი იყო.

გამოდის, ყველასთვის ცნობილი ყარამანი სწორედ აქედან დამკვიდრდა ზეპირსიტყვიერებაში, როგორც ძლიერი პიროვნების აღმნიშვნელი.
ხოლო თავად სახელი სპარსული წარმოშობისაა და თარგმანში ნიშნავს გმირს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი